00:33 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 16:21:06, 1759 ნახვა

კომენტარი
მამუკა ხაზარაძე: პოლიტიკაში არ გამოვჩნდები, არ მაინტერესებს

"თიბისი ბანკის" დამფუძნენებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე დღეს საგურამოში  "ქართული ოცნების" ახალი სახეების წარდგენას დაესწრო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი კვირიკაშვილი მისი მეგობარია დ "ქართულ ოცნებას" მხარს უჭერს. ასევე, მამუკა ხაზარაძეს მიაჩნია, რომ განახლებული გუნდის შემადგენლობა მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა:

"გიორგი კვირიკაშვილი  ჩემი მეგობარია.  მოხარული ვარ, რომ  ასეთი კარგი გუნდი წარადგინეს. მაღალი კვალიფიკაციის, ყველას მაღალი განთლება აქვს. განსაკუთრებით მიხარია   ბიზნესომბუდსმენის პოლიტიკაში შესვლა. მე პოლიტიკაში არ გამოვჩნდები, არ მაინტერესებს.  კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ კვირიკაშვილი ჩემი მეგობარია და მას მე მხარს ვუჭერ",-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" განახლებული გუნდის შემადგენლობაში  თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო  ქაცარავა და სოფო ჯაფარიძე არიან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics