|
2016-07-13 15:40:47, 956 ნახვა
რეგიონი
მუხურში მეფუტკრეობის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამეცნიერო-კვლევითი ბაზა გაიხსნება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მუხურის მეფუტკრეობის სანაშენე სამეცნიერო ბაზის ინფრასტრუქტურის მოწყობა გასულ წელს დაიწყო და უახლოეს მომავალში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მუხურში თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიებითა და ლაბორატორიული მოწყობილობებით აღჭურვილი კვლევითი ბაზა იქნება, რაც სპეციალისტებს ქართული ფუტკრის თვისებებზე ფართომასშტაბიანი კვლევების წარმოების საშუალებას მისცემს. ,,მეფუტკრეობის დარგის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ყოფილი მუხურის მეფუტკრეობის სახელმწიფო სანაშენე მეურნეობის აღდგენა დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა იური ნოზაძემ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული სამეცნიერო ექსპედიციების შედეგად, საუკეთესო ბიოლოგიური მაჩვენებლების მქონე მეგრული პოპულაციის ფუტკრის ოჯახების მოძიება გახდა შესაძლებელი. ამჟამად მიმდინარეობს მათი ჯიშობრივი გაწმენდა (სანაშენე მასალის წარმოება) და ახლო მომავალში, აღნიშნული ფუტკრის ოჯახები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავრცელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაცია მსოფლიოში გამოირჩევა ხორთუმის სიგრძით, რომელიც ყველაზე ღრმად აღწევს ყვავილის სანექტრეში და იღებს თაფლისათვის საუკეთესო შემცველობის ნივთიერებებს, რაც თაფლს განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს. მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო სანაშენე ბაზის სარეაბილიტეციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილობრივი თვითმმართველობის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)