|
2016-07-13 13:03:51, 538 ნახვა
საზოგადოება
პედაგოგებმა შესაძლოა, სხვა სკოლებში კოლეგების გაკვეთილები შეაფასონ
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მასწავლებელთა განვითარების სქემაში ვიდეოგაკვეთილები ნებაყოფლობითი იქნება. ჯეჯელავას განმარტებით, ვინაიდან ვიდეოგაკვეთილებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოითქვა, ალტერნატივა გაჩნდება . კერძოდ, მასწავლებლის გაკვეთილს დაესწრებიან სხვა სკოლის მასწავლებლები, შესაძლოა, სამინისტროს წარმომადგენლებიც, რომლებიც გაკვეთილების მიმდინარეობას შესაბამის შეფასებას მისცემენ. “პირველ რიგში ვიდეო გაკვეთილის შესაძლებლობა რჩება, ზოგიერთი მასწავლებელი, რომელიც კონფორტულად გრძნობს თავს კამერასთან, ისევ ასე გააგრძელებს და ისევ ამ გზით მიიღებს 5 კრედიტს. ვიდეო გაკვეთილი, რომელიც მასწავლებელმა უნდა გადაიღოს და გადმოაგზავნოს შესაფასებლად ცენტრში, ამ მხრივ არის ბევრი ტექნიკური ხარვეზი, ტექნიკური საშუალება რთულია, კამერასთან მუშაობა ერთ-ერთი დიდი სირთულეა იმისთვის, ვისაც პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება არ აქვს ამ მიმართულებით, ამიტომ ეს კომპონენტი აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დისკონფორტის წყარო არა იმიტომ, რომ ეს ხალხი გაკვეთილს არ ატარებს, არამედ იმიტომ, რომ გადამღებ ჯგუფთან დაძაბულობას გრძნობს, ჩვენ არ ვუზღუდავთ დუბლებს, მეორე მხრივ, ჩვენ რეგიონებშიც გვქონდა მასწავლებლებთან შეხვედრა და ერთ-ერთი, რაც იქ გაჟღერდა არის, რომ კი იღებენ ამ ვიდეო გაკვეთილებს, მაგრამ რემდენიმე დუბლის შედეგად დადგმულივით გამოდის, ბუნებრიობა ზარალდება. ასე, პრაქტიკულად ჩვენ ვაფასებთ არა მასწავლებელს, არამედ მის რაღაც განსხვავებულ , სპეციალურ ვერსიას, რაც, რა თქმა უნდა, არ არის კარგი. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ სისტემის მიზანი არ არის ცუდი და კარგი გამოვარჩიოთ, ამ სისტემის მიზანი არის მივუთითოთ, რა აქვს გასაუმჯობესებელი, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩვენი სურვილი და მასწავლებლების მოსაზრება ამას ემთხვევა, რომ ალტერნატივები უნდა ჰქონდეს ადამიანს, უნდა არსებობდეს ვიდეო გაკვეთილის ალტერნატივაც და სხვა ალტერნატივებიც. ალტერნატიული მეთოდი იქნება, რომ ვიდეო კი არ გადაიღოს მასწავლებელმა , არამედ შენს რეალურ გაკვთილს დაესწრონ კოლეგები, ოღონდ ეს კოლეგები იყვნენ არა იმავე სკოლის მასწავლებლები, სადაც მეგობრობა და ახლობლობაა, არამედ სხვა სკოლის მასწავლებლები, შესაძლოა სამინისტროს წარმომადგენლები და ა.შ. კონკრეტული ალტერნატივები, მოსაზრებები უახლოეს კვირებში ზუსტად გვეცოდინება თუ რა ფორმატით იქნება. ჩემი სურვილი არის, რომ ერთი მეთოდი არსად არ იყოს, რადგან ადამიანები განსხვავდებიან და ვიღაცისთვის კმერასთან მუშაობაა კონფორტული, ვიღაცისთვის კოლეგასთან, ჩვენ მასწავლებლებს უნდა მივცეთ ალტერნატივები. უახლოეს კვირებში გვექნება ყველა ეს ალტერნატივა, თუმცა შემდგომშიც ეს დაიხვეწება, ჩვენ სისტემა უნდა შევქმნათ ისეთი, რომ მასწავლებელს სულ კი არ უნდა ეშინოდეს არამედ სულ ვითარდებოდეს”, - აღნიშნა ჯეჯელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)