07:04 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 21:36:28, 631 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: საფრანგეთი საქართველოს მეგობრების რიცხვშია და ეს მეგობრობა დღითიდღე იზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო და ფრანგ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობას საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის.

„რთულია, გადააჭარბო ბასტილიის აღების დღისა და საფრანგეთის რევოლუციის მნიშვნელობა: ეს რევოლუცია იყო გლობალური დემოკრატიული მოძრაობების წინამორბედი, რომლითაც დაიწყო ახალი ეპოქა. საფრანგეთისთვის ის ნიშნავს „მარსელიეზას", სამფეროვანი დროშის, რესპუბლიკის, ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციის დაბადებას. სწორედ იმ დროს დაიბადა ფრანგული ლოზუნგი: liberté, égalité, fraternité (თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა) რომელიც დღესაც განსაზღვრავს ფრანგი ხალხის ბუნებას და, ამასთან, ზუსტად ასახავს საქართველოს ევროპულ გზას. დღეს საფრანგეთის ხსენებაზე წარმოვიდგენთ დახვეწილი სამზარეულოს, უნატიფესი მოდისა და დიდი დღესასწაულების ქვეყანას, რაც, რასაკვირველია, სიმართლეა! მაგრამ, პირველ რიგში, საფრანგეთი არის დიდი იდეალების ქვეყანა. საქართველოსთვის საბედნიეროდ, საფრანგეთი მისი მეგობრების რიცხვშია და ეს მეგობრობა დღითიდღე იზრდება. როგორც ბატონმა ელჩმა აღნიშნა, საფრანგეთის მთავრობა აფინანსებს ქართველ სტიპენდიანტებს, რათა მათ განათლება მიიღონ საფრანგეთში; მომავალ წელს კი დაგეგმილია საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ფილიალის გახსნა თბილისში. მადლობას მოგახსენებთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის!" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის განმარტებით, თანამშრომლობა ასევე ღრმავდება საქართველო-საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სექტორში, ღვინის ინდუსტრიის ჩათვლით, რომელიც, მისივე თქმით, ორივე ქვეყნის საამაყო მემკვიდრეობას წარმოადგენს.

საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატები, საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics