2016-07-12 19:29:24, 645 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მომავალი საპარლამენტო გუნდის ახალ წევრებს ხვალ წარადგენს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მომავალი საპარლამენტო გუნდის ახალ წევრებს ხვალ წარადგენს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, გუნდის ახალ წევრებს საზოგადოებას პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი წარუდგენს.
ღონისძიება საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, 14:00 საათზე გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან