06:59 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 19:11:10, 625 ნახვა

პოლიტიკა
წერეთელი აგულაშვილზე: ყველა ადამიანი დგამს იმ ნაბიჯს, რაც სწორად მიაჩნია

ყველა ადამიანი დგამს იმ ნაბიჯს, რაც სწორად მიაჩნია, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის მიერ „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვებას.

რაც შეეხება „რესპუბლიკელი“ მინისტრების მიერ თანამდებობების დატოვებას, როგორც წერეთელმა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ამით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

"სიმართლე გითხრათ, "რესპუბლიკელი" მინისტრების თანამდებობიდან წასვლას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ვფიქრობ, რომ ეს გაცხადებული იყო და მე ველოდი, რომ ეს აქამდე მოხდება. თუმცა, ისიც მესმის, რომ ვარშავის სამიტამდე სწორი არ იქნებოდა თინა ხიდაშელის გადადგომა. ყველა ადამიანი დგამს იმ ნაბიჯს, რაც სწორად მიაჩნია. მაგალითად, აგულაშვილმა ჩათვალა, რომ სწორია "რესპუბლიკელების" დატოვება და "ოცნებაში" დარჩენა. ჩვენ, თანამშრობლობას ნამდვილად არ ვაპირებთ. გვაქვს ჩვენი პროგრამა და ვაპირებთ გამარჯვებას. "რესპუბლიკელებს" საკმაოდ რთული ამოცანები აქვთ გადასალახი. შეიძლება რაღაც საკითხები "ოცნებასთანაც" აქვთ შეთანხმებული. თანამშრომლობაზე საუბარი შეიძლება არჩევნების შემდეგ, არჩევნებამდე ნამდვილად არ ვაპირებთ არავისთან თანამშრობლობას“, - აღნიშნა წერეთელმა.

მან საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა პარტიებთან შესაძლო თანამშრომლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ენმ“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ცალკეულ საარჩევნო ოლქებში სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

 „მე ეს არ ვიცი, მაგრამ თეორიულად ყველაფერი შეიძლება. ამ წუთისთვის მე ამ ერთობას ვერ ვხედავ. აქ მარტო იმაზე არაა საუბარი, რომ ჩვენ ევროინტეგრაცია და ნატო-ში შესვლა გვინდა. აქაც განსხვავებული მოსაზრებებია, მაგალითად, დათო უსუფაშვილმა ეუთო-ს არჩევნებზე სხვა პარტიას დაუჭირა მხარი. ასე რომ, არჩევნებზე ფართო პარტიული შეთანხმება და კოალიციური ერთობა გამორიცხულია. პარლამენტის არჩევის შემდეგ პარტიებში თანამშრომლობა უნდა იყოს, მტრებად ხომ არ გადავეკიდებით მთელი საქართველო ერთმანეთს. "რესპუბლიკური" პარტია იმ ხელისუფლების ნაწილი იყო, რომელიც საქართველოში მოქმედებს. ჩვენი დამოკიდებულება კი ხელისუფლებისადმი ცნობილია. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, იგივე ბათუმში, იქ შესაძლებელია აზრთა გაცვლა-გამოცვლა და თანამშრომლობა თუკი გულწრფელად იქნება შეთანხმება, რომელიც ამ ხელისუფლების შეცვლისკენ იქნება მიმართული", - განაცხადა გიგი წერეთელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics