|
2016-07-12 13:42:59, 644 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: გუშინდელ დღემდე ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობდი, მაგრამ ვითარება არსებითად შეიცვლა
„გუშინდელ დღემდე ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობდი, მაგრამ ვითარება არსებითად შეიცვლა და დღეიდან მოვალეობები უნდა გადავაბარო“,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, ის გუშინ პრემიერ-მინისტრს შეხვდა და საუბარი მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიაზე ჰქონდათ. „გუშინ პრემიერს შევხვდი. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ოცნებას“ ურჩევნია, რომ მინისტრები თავიანთი პარტიიდან იყვნენ გამოკვეთილები. მე არ მჭირდება არგუმენტები, სამმა პრემიერმა მიმიწვია მთავარობაში და დიდ მადლობას ვუხდი მათ. ჩემს მოვალეობებს დღეიდან გადავაბარებ და მოადგილეს მიმდინარე საქმეებს დავუტოვებ“,-განაცხადა ზაქარეიშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე ჰქონდა თუ არა ინფორმაცია გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც მინისტრმა პარტია დატოვა და მთავრობაში დარჩა, ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ მხოლოდ გუშინ გაიგო. „მეგონა, რომ ევროპული სტანდარტი ბოლომდე გაგრძელდებოდა . ვფიქრობდი, რომ ბოლომდე ერთად ვიქნებოდით, ამასთან არჩევნებში მონაწილეობა დაგეგმილი არ მქონდა. ამჟამად ვფიქრობ და ვნახოთ როგორ იქნება“,-განაცხადა ზაქარეიშვილმა. ამასთან, მანვე დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრისგან პოსტზე დარჩენის არანაირი შეთავაზება არ მიუღია.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)