05:23 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 12:55:54, 658 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: მივმართავ ყველა "რესპუბლიკელს", ჩვენთან ერთად ყოფნაზე არჩევანი უახლოეს ორ დღეში გააკეთოს

"რესპუბლიკური"პარტიის საპარლამენტო სიის პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი პარტიის წევრებს მიმართავს, ვისაც რაღაცა ეჭვი აწუხებს, უნდა იყოს თუ არა საარჩევნო ბრძოლაში მათთან ერთად,  არჩევანი უახლოეს ორ დღეში გააკეთოს:

"ჩვენ მივდივართ საარჩევნო ბრძოლაში, ამიტომ, მივმართავ ყველა "რესპუბლიკელს", ვისაც რაღაცა ეჭვი აწუხებს, რომ ამ ბრძოლაში უნდა იყოს თუ არა ჩვენთან ერთად, გააკეთოს  არჩევანი უახლოეს ორ დღეში, იმიტომ, რომ ჩვენ არჩევნებზე უნდა წავიდეთ თავდაჯერებული, მტკიცე ჯგუფი, როგორც ვიყავით ყოველთვის.  არ აქვს მნიშვნელობა მიზეზებს და მოტივებს,  ეს იქნება სუპერ ღირებულებითი და  პოლიტიკური, თუ სუპერ ყოფითი და პერსონალური, არჩევანი უნდა გაკეთდეს, ჩვენ მივდივართ ისინი, ვისაც გვჯერა, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ. გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში",-განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით უსუფაშვილმა.

 შეგახსენებთ,  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი  გაემიჯნა "რესპუბლიკურ პარტიას" და  რჩება თანამდებობაზე, მთავრობაში. რაც შეეხება თინათინ ხიდაშელსა და პაატა ზაქარეიშვილს, უსუფაშვლის ინფორმაციით,ისინი თანამდებობებს დატოვებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics