05:23 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 12:38:40, 598 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: "რესპუბლიკელები" პირნათელი ვართ ჩვენს ხალხთან

"ჩვენ დავიხსენით ქვეყანა სააკაშვილის ავტორიტეტული რეჟიმისგან, მაგრამ იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ დამყარდეს მრავალპარტიული, ინსტიტუციური სისტემა, ამას ბევრი შრომა სჭირდება  და "რესპუბლიკელებს"  გვაქვს  პრეტენზია, რომ ვიქნებით პირველნი ამ ბრძოლაში",-ამის შესახებ "რესპუბლიკელების" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "რესპუბლიკური პარტიისთვის" ადამიანი ცენტრალური ღირებულება იყო, არის და იქნება მომავალშიც:

"ახლა უკვე უსუფაშვილი-რესპუბლიკელების სახელით მოგესალმებით  და არ მხოლოდ უსუფაშვილის. დადგა ის დღე, რომელსაც ბევრი ელოდა. გვეუბნებოდნენ, როდის იქნება, აი დაიწყო. დღეიდან ყოველი წუთი გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მივაღწიოთ წარმატებას ვიყოთ  პარლამენტში, ვიყოთ მოვლენათა ეპიცენტრში, გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა. საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში, არ ყოფილა არც ერთი მნიშვნელოვანი  სახელმწიფოებრივი მოვლენა, სადაც "რესპუბლიკელები" არ ვიყავით მოვლენათა ეპიცენტრში, არ ვიყავით ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე მომართული პოლიტიკური ძალა. ეს ასევე გაგრძელდება. ჩვენ ამითი  ვასრულებთ კოალიციურ თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთნა. ვართ ამაყი იმითი, რომ განვლილი 4 წლის განმავლობაში ჩვენს პარტნიროებთან ერთად, ბევრი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ქვეყანას გაცილებით მეტი სჭირდება. ჩვენ შევძელით, რომ დავიხსენით ქვეყანა სააკაშვილის ავტორიტეტული რეჟიმისგან, მაგრამ იმისათვის, რომ საქართველოში საბოლოოდ დამყარდეს მრავალპარტიული, ინსტიტუციური სისტემა, ამას ბევრი შრომა სჭირდება  და "რესპუბლიკელებს"  გვაქვს  პრეტენზია, რომ ვიქნებით პირველნი ამ ბრძოლაში.

ჩვენ ვართ პირნათელი ჩვენს ხალხთან. ვიყავით ცოტა, ვაკეთებდით ბევრ საქმეებს, ასევე გავაგრძელებთ მომავალშიც. ჩვენთვის ადამიანი იქნება ცენტრალური ღირებულება და ასევე გაგვაგრძელებთ",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics