2016-07-12 09:26:31, 676 ნახვა
პოლიტიკა
”რესპუბლიკელები” დღეს საზოგადოებას წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას გააცნობენ
„რესპუბლიკური პარტია“ ოფიციალურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტიის სათაო ოფისში დღეს, 12:00 საათზე, ბრიფინგი გაიმართება.
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პარტიის ლიდერებთან ერთად, საზოგადოებას და მედიის წარმომადგენლებს წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს გააცნობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან