12:07 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 09:22:58, 626 ნახვა

საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საზეიმო ლიტურგიას სიონის ტაძარში აღავლენს.

პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა. წელს მარხვა 27 ივნისს დაიწყო და დღეს საზეიმო ლიტურგიის შემდეგ გახსნილდება. ქრისტეს მოწაფეთა - მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს.

წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის ხმობამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად ადრე სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. იგი მისივე სურვილით თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე.

წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მოციქულებრივ მსახურებამდე მას სავლე ერქვა. იგი მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. მან სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
„ეს სასარგებლო იქნება“: ტრამპს პუტინის ნახვა აშშ-ში G20-ის სამიტზე სურს
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics