16:31 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 23:34:22, 472 ნახვა

სპეციალური ანონსი
12 ივლისის სპეციალური ანონსი

12 ივლისს, 10:00 საათზე, სასტუმრო Radisson-ში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის რეფორმის შესახებ გაიმართება საჯარო ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახალხო დამცველის აპარატის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

12 ივლისს, 10:00 საათზე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია არჩევნების მხარდამჭერი ევროსაბჭოს ახალი პროგრამის პრეზენტაციას გამართავენ.
მის:. მერაბ კოსტავას ქ. #14 სასტუმრო „რუმსი თბილისი“ (შესასვლელი ჭოველიძის ქუჩიდან) 

12 ივლისს, 10:30 საათზე, სასტუმრო ”ჰოლიდეი ინში” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით ქართული ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებისთვის სემინარის ჩატარდება, რომლის მიზანია ექსპორტიორი კომპანიებისთვის აშშ-ის ბაზრის სპეციფიკაზე ინფორმაციის მიწოდება. 
საკონტაქტო პირი ნინო სხირტლაძე - 591 703 962

12 ივლისს, 11:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია C ჰეპატიტის მართვის ცენტრს ეწვევა.
მის.: ფალიაშვილის ქ. #110 

12 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის მერიასა და საავტომობილო კომპანია „მან“-ს შორის გაფორმდება ხელშეკრულება - დედაქალაქში ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ავტობუსების შემოყვანის თაობაზე და გაიმართება პრეზენტაცია ახალი ავტობუსების შესახებ. 
სასტუმრო Radisson Blu Iveria
საკონტაქტო პირი ნინი მთვარაძე - 598 14 11 51

12 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განტვირთვის მიზნით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სიახლეებსა და ბულაჩაურის ქუჩაზე მდებარე სასამართლოს შენობაში შემადგენლობების გადანაწილება-გადაადგილებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და მიწვეული სტუმრები ადგილზე გაეცნობიან.
მის.: პეკინის ქ. #29, ბულაჩაურის ქ. #7ა

12 ივლისს, 12:00 საათზე, ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ოფისში, ირაკლი ალასანია პარტიის ახალ წევრს წარადგენს.
საკონტაქტო პირი ინგა სამხარაძე - 593 32 99 91

12 ივლისს, 13:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ ბათუმში", სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შემსყიდველ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო სექტორსა და ბიზნეს-საზოგადოების წევრებთან საკონსულტაციო შეხვედრას გამართავს, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერება მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან. 
საკონტაქტო პირი სოფიო მაქაცარია - 591650500

12 ივლისს, 14:00 საათზე, ,,ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია" სასჯელაღსრულების სამინისტროსთან აქციას გამართავს.
თემა: პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობა.
მის: სანდრო ეულის ქ. N3 
საკონტაქტო ტელ: 598549484

12 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი

12 ივლისს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლი პოეტ ზაურ ბოლქვაძის რჩეულის პრეზენტაციასა და ხსოვნის საღამოს უმასპინძლებს. 

12 ივლისს, 19:30 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი 2015-2016 სასწავლო წლის გამოშვების ღონისძიებას გამართავს. წარმატებულ სტუდენტებს სერტიფიკატებს და დიპლომებს გადასცემს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის პრეზიდენტი თამარ მეტრეველი.
მის: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, „ლისი ლაუნჯი“

12 ივლისს, 20:00 საათზე, ”მზიურის“ კაფეში ამერიკული სახელმძღვანელოს ”წერა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში“ ქართული ანალოგის პრეზენტაცია გაიმართება.
მზიურის“ პარკი, მდ. ვერეს ხეობა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics