2016-07-11 17:01:04, 690 ნახვა
პოლიტიკა
იოჰანეს ჰანი 14-15 ივლისს საქართველოს ეწვევა
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი 14-15 ივლისს საქართველოში ჩამოვა, - ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
იოჰანეს ჰანი ბათუმში დაგეგმილ რიგით მე-13 ყოველწლიურ კონფერენციაში “საქართველოს ევროპული გზა” მიიღებს მონაწილეობას.
ევროკომისარი ასევე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან