12:07 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 15:15:12, 635 ნახვა

საზოგადოება
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვისგან დამცავი ბადეების მონტაჟი დასრულდა

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, გმირთა მოედნისა  და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე ქვისგან დამცავი ბადეები დამონტაჟდა.

შესრულებული სამუშაოები თბილისის მერმა  დავით ნარმანიამ დღეს იაპონიის ელჩთან ერთად დაათვალიერა.

მერიის ცნობით, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა,  იაპონურ და ქართულ კომპანიებთან ერთად, აწარმოა. მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლდე პერიოდულად იშლება და ქვები ცვივა, შესაბამისად, პროექტის ფარგლებში ძველი დამცავი ბადეები ახალი, უფრო ეფექტური და უსაფრთხო ბადეებით ჩანაცვლდა.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, კომპანია“CRP”-ის წარმომადგენლებთან ერთად, იაპონელების მიწვევით, კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ახალი ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით, იაპონიაში იმყოფებოდნენ. ადგილზე შესრულდა საჩვენებელი  სამუშაოები, რომელშიც  მონაწილეობა ქართული მხარის წარმომადგენლებმაც მიიღეს, პარალელურად, დაათვალიერეს ის საწარმოები, სადაც  ზემოთხსენებული ბადეები და ბაგირები მზადდება.

სამუშაოები 23 მაისს დაიწყო, რომელსაც იაპონური კომპანიები: “Tokyo Rope”, “Mitsui” და “Jica”, ქართულ კომპანია “CRP”-სთან  ერთად ახორციელებდნენ. დამცავი ბადეების მონტაჟი პროექტით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დასრულდა.  ფინანსური მხარე სრულად უზრუნველყო იაპონურმა მხარემ.

გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე დასრულებული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, თბილისის მერმა იაპონურ მხარესთან შეხვედრა დედაქალაქის მერიაში გამართა, სადაც მიმდინარე და  დასრულებულ პროექტებზე, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
„ეს სასარგებლო იქნება“: ტრამპს პუტინის ნახვა აშშ-ში G20-ის სამიტზე სურს
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics