18:23 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 12:03:49, 1316 ნახვა

მსოფლიო
გაერო-ს უშიშროების საბჭო სამხრეთ სუდანს სისხლისღვრის შეჩერებისკენ მოუწოდებს

გაერო-ს უშიშროების საბჭო სამხრეთ სუდანს სისხლისღვრის შეჩერებისკენ მოუწოდებს, -ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, გავრცელებულ განცხადებაში საბჭო რეგიონში ბოლო დღეებში მომხდარ შეტაკებებს გმობს და გაერო-ს ობიექტებზე თავდასხმის გამო აღშფოთებას გამოთქვამს.

გაერო-ს უშიშროების საბჭო მიიჩნევს, რომ სამხრეთ სუდანში აუცილებელია დამატებითი მშვიდობისმყოფელების გაგზავნა.

ცნობისთის, 8 ივლისის საღამოს სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბაში ორმხრივი სროლა მოხდა. კონფლიქტი პოლიტიკური მეტოქეების - ქვეყნის პრეზიდენტ სალვა კიირისა და ვიცე-პრეზიდენტის რიეკ მაჩარას დაცვის წევრებს შორის მოხდა. ინციდენტს ქალაქში შეიარაღებული შეტაკებები მოჰყვა, რომლის დროსაც დაპირისპირებულმა მხარეებმა მძიმე შეიარაღება და არტილერია გამოიყენეს.

10 ივლისის შემდეგ კონფლიქტს სამხრეთ სუდანში ასობით ადამიანი ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ დაუზუსტებელი ცნობით, დაღუპულთა რიცხვი 300-ს აღემატება.

როგორც BBC-სთან საუბარში ვიცე-პრეზიდენტის წარმომადგენელი აცხადებს, სამხრეთ სუდანში კვლავ ომი დაიწყო. მაჩარას მომხრეები თავდასხმაში სამთავრობო ძალებს ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ სუდანმა დამოუკიდებლობა 2011 წელს, მრავალწლიანი სამოქალაქო ომის შედეგად მოიპოვა. 2013 წელს ქვეყანაში კონფლიქტი კვლავ განახლდა. ერთმანეთს ორი ეთნიკური ჯგუფი დაუპირისპირდა - დინკა, რომლის წარმომადგენელი პრეზიდენტი კიირია, და ნუერი, რომლის ინტერესებს მაჩარი იცავს. კონფლიქტის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მხარეებმა 2014 წელს მოაწერეს ხელი. 2016 წლის თებერვალში კი პრეზიდენტმა კიირმა მაჩარი ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics