10:28 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-10 17:37:14, 738 ნახვა

საზოგადოება
სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგები საქართველოს 33 სოფელში ტარდება

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა“ ახალი პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“ დაიწყო. კორბოულში გამართულ ერთ-ერთ ასეთ ტრენინგს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგის გავლა 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს 8 რეგიონის 33 სოფელში ნებისმიერ მაცხოვრებელს შეუძლია.

ტრენინგების ჩასატარებლად საზოგადოებრივი ცენტრები გამოიყენება, რომლებიც სოფლად უნიკალურ ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობას იძლევა. დღეს საქართველოში უკვე 34 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს, 35-ე ცენტრს სოფელ არხილოსკალოში იუსტიციის მინისტრი 20 ივლისს გახსნის. ამასთან, სხვადასხვა სოფელში  10 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

ტრენინგების მიზანი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რეგიონის მცხოვრებთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და პიროვნული განვითარების ხელშეწყობაა. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს და შეძლებენ, უკეთ ისარგებლონ საკუთარი უფლებებით და სახელმწიფო სერვისებით, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ პროცესებში. 

ტრენინგის მონაწილეები ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: სამართალი და ადამიანის უფლებები, კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა და ადგილობრივი თვითმმართველობა, საკუთრების უფლება, სამეწარმეო და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცნებები, რა არის ევროკავშირი, რა არის დისკრიმინაცია, ეფექტიანი კომუნიკაცია, კონფლიქტის მართვა, დროის მართვა, პროექტის მართვა და პროექტის წერა. სწავლების თემატიკა სოფლად მცხოვრებთა ინტერესების და საჭიროების გათვალისწინებით შეირჩა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეა ორიენტირებული.

იუსტიციისსასწავლო ცენტრის ამ პროგრამაში 1101 პირი ჩაერთო. ტრენინგში მონაწილეობისათვის მათ რეგისტრაცია იუსტიციის სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე უკვე გაიარეს. მათ შორის არის 797 ქალი და 251 მამაკაცი, ასაკი კი 18-იდან 65 წლამდეა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics