00:37 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 12:29:29, 347 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: არსებობს მტკიცებულებები, თუ როგორ იყენებდნენ დაკავებას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის

„იარა არ მოშუშდება, სანამ პასუხი არ მოეკითხებათ მათ, ვინც დანაშაულში მონაწილეობას იღებდა“, –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისი მერიოტში“ განაცხადა, სადაც  „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის“ პრეზენტაცია მიმდინარეობს.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის გარეშე ცივილიზებული, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება წარმოუდგენელია.

„ორ წელზე მეტი დროა გასული მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა ჩვენმა ხალხმა. ბევრ ჩვენს მოქალაქეს უკვე აღუდგა დარღვეული უფლებები, მაგრამ ამის მიუხედავად, დარჩა იარები, რომლებსაც სჭირდება მოშუშება. იარა არ მოშუშდება, სანამ თავისი სახელი არ დაერქმევა ყველა დანაშაულს და პასუხი არ მოეკითხებათ მათ, ვინც ამ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას. განსაკუთრებით მათ, ვინც ეს დანაშაული დაგეგმა და შეუკვეთა.  ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს ხალხს. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების ღირსების საქმე. ამის გარეშე, წარმოუდგენელია ცივილიზებული, თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება, სამართლებრივ და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნის აშენება, რისი ამბიციაც ჩვენს ხელისუფლებას აქვს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, არსებობს მტკიცებულებები, თუ როგორ იყენებდა წინა ხელისუფლება ადამიანების დაკავებასა და წამებას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის.

„ ჩვენი ხალხი წლების განმავლობაში მოგეხსენებათ, რომ იყო დამცირებული, შეურაცხყოფილი, ბევრ მათგანს ჩამოართვეს ქონება და გააკოტრეს, ბევრი ციხეში მოხვდა უკანონოდ, უსასტიკეს, შეურაცხმყოფელ, არაადამიანურ პირობებში ამყოფეს, იძალადეს მათზე, ჯანმრთელობა შეურყიეს, ცხოვრება დაუნგრიეს და დღეს ეს ადამიანები, მოთმინებით ელიან პასუხს.  გვაქვს უამრავი დოკუმენტი, არსებობს მტკიცებულებები, თუ როგორ იყენებდნენ დაკავებას და წამებას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის, მათი ქონების კონფისკაციისთვის და მრავალი სხვა უკანონო მოქმედებებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics