|
2016-07-08 19:41:35, 595 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტთან გაერთიანებას არ გეგმავს
პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის შეფასებით, მმართველმა გუნდმა 4 წლის განმავლობაში ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ არჩევნებზე საზოგადოების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. კობახიძე ხაზს უსვამს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის, განათლების, სასამართლო სფეროში გატარებულ რეფორმებს. დეპუტატის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ძირითადი მესიჯი რეჟიმის მსხვერპლთა უფლებების ბოლომდე აღდგენა იქნება. "მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი გუნდი გამარჯვებისთვის ემზადება. ვფიქრობთ, რომ ჩვენი მმართველობის პერიოდში ბევრი რამ გავაკეთეთ, რათა საზოგადოების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა გვქონდეს. ვგულისხმობ იმ რეფორმებს, რომლებიც დავიწყეთ და რომლებსაც ვახორციელებთ. პირველ რიგში, აღსანიშნავია ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროში გატარებული ცვლილებები. ჯანდაცვის რეფორმით ძალიან ბევრი მოქალაქის სიცოცხლე გადავარჩინეთ. დავიწყეთ განათლების რეფორმის განხორციელება. იცით, რომ მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში მთავარი მიმართულებაა ხარისხიანი და ამავდროულად, ხელმისაწვდომი განათლების მიღება. გვქონდა სოფლები, სადაც 20-25 წელი ელექტროენერგია არ იყო. ჩვენ ვახორციელებთ ძალიან ბევრ პროექტს გაზიფიცირების, წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სფეროც. ჩვენი პროდუქცია უკვე ევროპის ბაზარზე გადის. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედება მნიშვნელოვან სტიმულად იქცა წარმოების განვითარებისთვის. მოსახლეობამ უკვე იგრძნო და დაინახა ამ ყველაფრის შედეგები, თუმცა, პრობლემები არის. იგივე დასაქმების თემა და სოციალური საკითხები. დღეს რასაც ჩვენი მოქალაქეები პენსიის სახით იღებენ, ეს არ არის პენსია, ეს არის ერთგვარი დახმარება იმიტომ, რომ პენსია უნდა პასუხობდეს ადამიანის შრომით ბიოგრაფიასა და დამსახურებას. ეს რეფორმა, სამწუხაროდ, დღემდე ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ განახორციელა. ბიზნესის თემასაც მინდა შევეხო - დღეს ბიზნესი არის ყველაზე უფრო თავისუფალი, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ამას თავად ბიზნესსექტორიც აღიარებს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების დაცვა და ის პროცესები, რაც ჩვენ დავიწყეთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მხრივ, კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს. რეფორმები გაგრძელდება სასამართლოში, პროკურატურასა და ა.შ. ყველა ის საქმე, რომელიც რეჟიმის მხვერპლების უფლებების აღდგენას ეხება ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი. სწორედ ეს იქნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ძირითადი მესიჯი. ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი საარჩევნო პროგრამა",-განაცხადა მანანა კობახიძემ "ექსპრესნიუსთან" საუბარში. მისივე თქმით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ გაერთიანებას არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტთან არ გეგმავს. "ცალკე პოლიტიკურ სუბიექტად წარვდგებით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, 41 ნომრით. თუმცა, არ გამოვრიცხავ სხვა პარტიის წევრებთან ინდივიდუალურ თანამშრობლობას",-ამბობს კობახიძე.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)