|
2016-07-08 16:33:42, 629 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი: არც ნატოს და არც ევროკავშირს ცალცალკე არ შეუძლიათ საფრთხეებზე რეაგირება
ნატო-სა და ევროკავშირის უსაფრთხოება ურთიერთდამოკიდებულია, ჩვენ უპრეცენდენტო გამოწვევების წინაშე ვდგავართ. არც ნატოს და არც ევროკავშირს ცალცალკე არ შეუძლიათ ამ საფრთხეებზე რეაგირება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის განმარტებით, ნატო და ევროკავშირი კარგი გუნდია, რომელსაც აქვს მოქალაქეების დასაცვად და სამეზობლოში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საჭირო ინსტრუმენტები. მისივე თქმით, ერთიანობა და თანამშრომლება ნატო-სა და ევროკავშირს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია. „ამ გაურკვევლობის პერიდოში ჩვენი პარტნიორობა განსაკუთრებულია. ჩვენ ერთოლბლივი პოზიცია გვაქვს რუსეთთან დაკავშირებით. ევროკავშირმა დააწესა ეკონომიკური სანქციები, ნატო-ს კოლექტიური თავდაცვა “ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ყველაზე მეტად არის გაძლიერებული. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ნატო-სა და ევროკავშირს შორის ორ მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა - ეგეოსის ზღვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩვენს შორის უფრო მეტი ფორმალური შეთახნმება შედგა, ვიდრე ბოლო 14 წლის განმავლობაში. მეტყველებს, რომ ნატო-სა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობაში პროგრესია. ახლა დროა, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ ახალ, უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. შეგახსენებთ, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკალარაციას მოაწერეს ხელი.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)