02:04 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 16:16:58, 536 ნახვა

პოლიტიკა
იუნკერი: ძლიერი ევროკავშირი ნიშნავს ძლიერ ნატო-ს და ძლიერი ნატო ნიშნავს ძლიერ ევროკავშირს

ჩვენს მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია არის მკაფიო სიგნალი - ძლიერი ევროკავშირი ნიშნავს ძლიერ ნატო-ს და ძლიერი ნატო ნიშნავს ძლიერ ევროკავშირს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ნატო-ს დეკალარაციის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

იუნკერის თქმით, ევროკავშირი სრულად შეასრულებს თავის ვალდებულებებს. 

„ჩვენი ქმედებები, ჩვენი რესურსები ავსებს ერთმანეთს. თუმცა დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ კიდევ უფრ მეტი გავაკეთოთ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ეს არის ის სფერო, სადაც ევროკავშირი უნდ იყოს ამბიციური. გასულ კვირას ფედერიკა მოგერინიმ წარადგინა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის გლობალური სტრატეგია, რაც ჩვენი პოლიტიკური ამბიციის მკაფიო დადასტურებაა. ევროკავშირი სრულად შეასრულებს თავის ვალდებულებებს. ბოლო 18 თვის განმავლობაში ჩვენ უკვე ბევრი გავაკეთეთ, ჩვენი სამუშაო გრძელდება. მიდმინარე წლის აპრილში ჩვენ დავიწყეთ ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირების ჩვენი სტრატეგია, რაც მსოფლოს ცვლილების აღმნიშვნელია, როდესაც სამხედრო საფრთხე მრავალ საფრთხეს შორის მხოლოდ ერთ-ერთია. ევროკავშირი თანამშრომლობს ნატო-სთან განსაკუთრებით ჰიბრიდული საფრთხეების გამოვლენის კუთხით”, - განაცხადა იუნკერმა.

როგორც იუნკერმა აღნიშნა, ძლიერი ევროპული თავდაცვა ითხოვს ძლიერ თავდაცვით ინდუსტრიას.

„ეს შესაძლებელია მხოლოდ წევრი ქვეყნების ხელშეწყობით. მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენ გამოვაქვყნებთ ჩვენი თავდაცვის სამოქმედო გეგმას, რომელიც თავს მოუყრის ყველა ინსტრუმენტს, რომლის შეთავაზებაც ევროკავშირს შეუძლია”, - აღნიშნა იუნკერმა.

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკალარაციას მოაწერეს ხელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics