|
2016-07-08 16:12:32, 627 ნახვა
პოლიტიკა
ტუსკი: ზოგჯერ გვგონია, რომ ევროკავშირი და ნატო სხვადასხვა პლანეტაზე არიან და შტაბბინები ერთ ქალაქში სულაც არ აქვთ
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დოლანდ ტუსკის განცხადებით, დღეს ევროკავშირი და ნატო ერთი და იგივე საფრთხის წინაშე დგანან. „ამ ახალ რეალობაში ჩვენი მოქალაქეები ითხოვენ უფრო მეტ უსაფრთხოებას. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი ცხოვრობენ ნატო-ს, ევროკავშირის, თუ ორივე ორგანზიაციის წევრ ქვეყანაში. ჩვენი, როგორ ლიდერების დემოკრატიული პასუხისმგებლობაა, ვუზრუნველყოთ უსაფრთხოება, რათა დარწმუნდნენ, რომ ევროპას შეუძლია და უნდა გააკეთის მეტი თავდაცვსიუნარიანობის გასაძლიერებლად. ჩვენი ევროპული ინიციატივები არ უნდა წარმადგენდეს ნატო-სთან თანამშრომლობის ალტერნატივას. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი, როგორც ნატო-ს მეგობრის ღირებულება. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ დღეს ერვოკავშირსა და ჩღდილატლანტიკურ ალიანსს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისკენ. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი შიდა და საგარეო უსაფრთხოება მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, ზოგჯერ გვეჩვენება, თითქოს ევროკავშირი და ნატო სხვადასხვა პლანეტაზე არიან და შტაბ-ბინები ერთ ქალაქში სულაც არ აქვთ“,-აღნიშნა ტუსკმა. ამასთან, მისივე განმარტებით, ნატოსა და ევროკავშირს აქვთ საკუთარი წესები და პროცედურები, სხვა მხრივ, ისინი ორმხრივად ძლიერდებიან და უფრო მჭიდროდ უკავშირდებიან ერთმანეთს. „ჩვენ გვსურს, ვიყოთ მზად და კოორდინაცია გავუწიოთ ჩვენს ქმედებებს, თუ ჩვენ რომელიმე ინსტიტუს ჰიბრიდული საფრთხე დაემუქრება, ავიცილოთ თავდასხმები. სწორედ ამიტომ ჩვენ შევთანხმდით სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების გააქტიურებაზე, რათა ვაწარმოოთ კოორდინირებული და პარალელური სწავლებები. სასწორზეა რეალური ცხოვრება. ჩვენს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე შესაძლოა, თავდასხმა განხორციელდეს, საბანკო სისტემაზე კიბერშეტევა იქნას მიტანილი, ჩვენი მოქალაქეები კი სოციალური ქსელებით დეზინფორმაციული კამპანიების მსხვერპლი გახდნენ. ჩვენი პირადი უსაფრთხოება ხშირად იწყება ჩვენი პარტნიორებისა და მეზობლების საზღვარზე. ჩვენ დავეხმარებით მათ მათი უსაფრთხოების გაძლიერებაში, რათა მათ ასევე შეძლო გამოწვევებზე რეაგირება”, - განაცხადა დონალდ ტუსკმა დუნალდ ტუსკის თქმით, ერთობლივი საფრთხეების გარდა, ნატო-სა და ევროკავშირის ერთნაირი ღირბულებები აკავშირებთ, ამიტომ ამ ორი ორგანზიაციის თანაშრომლობა არის სტრატეგიული. ცნობისთვის, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკალარაციას მოაწერეს ხელი.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)