02:03 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 14:20:58, 507 ნახვა

პოლიტიკა
Politico: ნატო, ნუ მიატოვებ საქართველოს

"ნატო, ნუ მიატოვებ საქართველოს,“ - ამ სათაურით აქვეყნებენ სტატიას ანალიტიკოსები დევიდ კრამერი და დაიმონ ვილსონი გამოცემა Politico-ში.

როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, საქართველო ნატო-ში წევრობისკენ უკვე 10 წელიწადზე მეტია მიისწრაფის და ვარშავის სამიტზე, მას ალიანსის ლიდერებისგან გარანტია სჭირდება, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლით გამოწვეული არასტაბილურობა ევროპის პერიფერიაზეც იმავეს არ გამოიწვევს.

ამასთან, სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2008 წელს ალიანსმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა დაადასტურა, თუმცა მას შემდეგ საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებების გზაზე მცირეოდენი პროგრესი შეინიშნება, რასაც ის ფაქტიც ემატება, რომ ივნისის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოსთვის ვიზალბიერალიზაცია გადადო. 

ავტორების თქმით, უკმაყოფილების და იმედგაცრუების ფონზე საქართველოში შესაძლოა, პრორუსული ძალები გაძლიერდნენ, განსაკუტრებით კი ოქტომბერში დანიშNული საპარლამენტო არჩევნების დროს.

„დასავლური ინსტიტუტები ძირავენ ყველაზე პროდასავლურ და პროამერიკულ ქვეყანას ყოფილი საბჭოთა კავშირიდან. 

ვარშავაში, ალიანსის ლიდერებმა კვლავ უნდა დაადასტურონ, რომ საქართველო ნატო-ს სრულფასოვანი წევრი გახდება.ნატო-ს ძალები საქართველოში მუდმივად უნდა იყოს წარმოდგენილი იმისთვის, რომ ქვეყნის წევრობა მოამზადოს და იყოს შემაკავებელი ძალა“, - ნათქვამია სტატიაში.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ნატო-ს მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის, ისევე როგორც ვიზალიბერალიზაციის დაწესება, ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოებასა და გაძლიერებას შეუწყობს ხელს. 

მათივე ვარაუდით, მონტენეგროს გაწევრიანება ალიანსში ნამდვილად მიუთითებს ნატო-ს ღია კარზე. 

როგორც სტატიაშია ნათქვამი, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება შავი ზღვის რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს. 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics