2016-07-07 11:50:38, 669 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: არჩილ გეგეშიძეზე განცხადება მოგვიანებით გაკეთდება
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ში საქართველოს ელჩთან დაკავშირებით საუბრისგან თავს იკავებს.
ჟურნალისტის კითხვაზე-შექმნა თუ არა არჩილ გეგეშიძემ თავისი განცხაებით უხერხული სიტუაცია და იგეგმება თუ არა მასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების მიღება, მიხელ ჯანელიძემ უპასუხა, რომ გეგეშიძესთან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.
შეგახსენებთ, არჩილ გეგეშიძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდში პრორუსული ძალები არსებობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ამ საკითხის მიმართ პლურალისტური მიდგომაა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან