|
2016-07-07 11:36:01, 569 ნახვა
პოლიტიკა
ჯონ კერიმ საქართველო დატოვა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. შეერთებული შტატების დელეგაციამ საქართველო დატოვა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო მდივნის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ჯონ კერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა და საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ გააცილეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ შეაფასა, როგორც ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული ძლიერი მხარდაჭერის გამოხატულება. მინისტრის განცხადებით აღნიშნული ვიზიტი ხელშესახები შედეგებით დასრულდა, რაც მრავალი მიმართულებით კიდევ უფრო გააღრმავებს სტრატეგიულ პარტნიორთან საქართველოს თანამშრომლობას. „ეს ვიზიტი ხელშესახები შედეგების მომტანია საქართველოსთვის. თავად ის, რომ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი განხორციელდა ვარშავის სამიტის წინ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ აშშ საქართველოს გვერდით უდგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ძალიან მკაფიო გზავნილი მოვისმინეთ საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერის კუთხით. მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ასევე თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, რომ ჩვენ გვექნება ძალიან მტკიცე მხარდაჭერა და კონკრეტული მხარდაჭერა აშშ-ს მხრიდან და ამის დასტურია ის მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა გუშინ. გაღრმავდება ჩვენი ურთიერთობები განათლების სფეროში, ეკონომიკური მიმართულებით, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კონკრეტული შედეგებით დატვირთული ვიზიტი"- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს 2016 წლის 6-7 ივლისს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის სახელწმიფო მდივნის თავმჯდომარეობით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ და ურთიერთგაგების მემორანდუმს საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის შესახებ. მხარეებმა ასევე გამოაცხადეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი პროექტის „ზრდა" დაწყების შესახებ.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)