00:38 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 10:19:15, 628 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია: კერიმ ყველას გვთხოვა, აქცენტი საქართველოს მომავალზე გავაკეთოთ

ძალიან პოზიტიური, საქმიანი და ღრმა დისკუსია გვქონდა საქართველოს მომავალზე, – ასე შეაფასა “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან გამართული შეხვედრა.

ალასანიას თქმით,  ყველასთვის მთავარი ამოცანაა, რომ საქართველო გახდეს ძლიერი და დაცული.

“ვისაუბრეთ სამხედრო თანამშრომლობის ზრდაზე, ნატო–ს სამიტზე და, რა თქმა უნდა, ნატო–ს მხარდაჭერაზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. ასევე ვისაუბრეთ, რომ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან ერთად,  საქართველო საჭიროა, გახდეს რეალური დემოკრატია. ვისაუბრეთ არჩევნენზე, მედია თავისუფლებაზე, განსაკუთრებით სატელევიზიო მედიაში მიმდინარე პროცესებზე. დაფიქსირდა ძალიან ნათელი პოზიცია, რომ აშშ იქნება მედიის მხარდამჭერი. მას აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ვითარებაშია დღეს მედია. დიდი იმედი აქვს, რომ ეს შეხვედრები,  რაც შედგა ხელისუფლებასთან, ამ მიმართულებითაც პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს”, – განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე, რომელიც ძალადობის გარეშე უნდა ჩატარდეს.

„ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ შევთავაზეთ ქცევის კოდექსი პოლიტიკოსებს, რომელიც პარლამენტში გავიტანეთ და ეს იყო ერთ–ერთი მთავარი თემა, რომელიც განხილულ იქნა. ვისაუბრეთ მომავალზე, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, და პირდაპირ თქვა კერიმ, რომ საქართველოს დიდი პოტენციალის რეალიზებაში ამერიკის პოლიტიკური მხარდაჭერა განუწყვეტლივ ექნება საქართველოს. ჩვენ ერთად ამერიკის მხარდაჭერით მაგრამ პირველ რიგში ქართველებმა უკეთესი ქვეყანა შევქმნათ უკეთესი დემოკრატია ეკონომიკა და ამაში იქნება მუმდმივი მხარდაჭერა აშშ–სგან მიუხედავად იმისა, როგორ მოხდება ცვლილება შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხო „რუსთავი 2“–ის თემას და სხვა მედია საშუალებებში მიმდინარე პროცესებს.

„როდესაც ძალიან პოპულარული გადაცემები მოიხსნა, გაათავისუფლეს ადამიანები, ეს ყველაფერი ქმნის გარემოს, რომ მისახედია ეს საკითხი. მისგან იყო ძალიან ნათელი გზავნილი ხელისუფლებისათვის -  მედია უნდა იყოს სრულად უზრუნველყოფილი და შესაძლებლობა ყველა პოლიტიკურ ძალას თანაბარი უნდა ჰქონდეს. კერიმ გვთხოვა ყველას, რომ ფოკუსირებულები არ ვიყოთ პირად საკითხებზე, კუთხურ ინტერესებზე და პირდაპირ თქვა, რომ გააკეთეთ აქცენტი საქართველოს მომავალზე და თავისი პოლიტიკური გამოცდილებაც გაგვიზიარა”, – აღნიშნა ალასანიამ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics