00:40 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 09:45:19, 647 ნახვა

პოლიტიკა
ჯონ კერი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. 

”ნაციონალური მოძრაობისა” და ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერებთან შეხვედრა სასტუმრო ”რედისონში”, დღეს დილით გაიმართა.

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ–ერთი ლიდერის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო მდივანს ინფორმაციას მიაწვდის შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, რეფორმებზე, საქართველოში წინა საარჩევნოდ მედიის მდგომარეობაზე, ასევე ისაუბრებს იმაზე, თუ რა არის საქართველოს საგარეო პრიორიტეტები.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მიუთითებს, ამერიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოების, ევროატლანტიკური მომავლის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. 

"3 თვით ადრე სახელმწიფო მდივნის ვიზიტი განსაკუთრებულ დატვირთვას ანიჭებს კიდევ ერთ პრიორიტეტულ სფეროს - ეს არის საქართველოს დემოკრატიზაცია, შიდაპროცესები და არჩევნები. ამიტომ, ბუნებრივია, რომ საუბარი გვექნება მომავალ არჩევნებზე, საუბარი გვექნება მედიის თავისუფლებაზე, ძალადობაზე და ყველა იმ თემაზე, რომელიც დღეს პრობლემურია საქართველოში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. გუშინ ძალიან მკაფიო სიგნალები მოვისმინეთ ამ თვალსაზრისით და იმედია, რომ დღეს დეტალებში ვისაუბრებთ სახელმწიფო მდივანთან ამ თემაზე. ასევე იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მკაფიოდ მიიღებს და გაიაზრებს ყველა იმ მესიჯს, რომელიც მოდის ჩვენი მთავარი პარტნიორებისგან”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics