00:38 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-07 09:31:33, 586 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ჯონ კერის ვიზიტი ხელშესახები შედეგებით დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებისას  თბილისში  აშშ-ის  სახელმწიფო  მდივანის ვიზიტი შეაფასა.  გიორგი კვირიკაშვილის თქმით,  ჯონ კერის ვიზიტ ხელშესახები შედეგით დასრულდა:

„ჩვენ გვქონდა ძალიან სასარგებლო დიალოგი გუშინ და ეს ვიზიტი დასრულდა ხელშესახები ძალიან კონკრეტული შედეგებით. რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშნელოვანია. ეს ვიზიტი არის დადასტურება ძლიერი მხარდაჭერის და მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგა ნატო-ს ვარშავის სამიტის წინ. რაც კიდევ ერთხელ არის დადასტურება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის. შედეგები, რომელზეც მოგახსენეთ ეს არის მემორანდუმი, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ, რაც ახალ ჩარჩოს ქმნის ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე. ესაა მემორანდუმი ასევე განათლების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც ჰულბრაითის პროგრამის მიხედვით აორმაგებს ქართველი სტუდენტების რაოდენობას, რომლებსაც ექნებათ საშუალება ამერიკის შეერთებულ შტატებსი მიიღონ განათლება. მნიშვნელოვანი პროგრამაა იუსეიდის დაფინანსებით „ზრდა“, რომელიც ფოკუსირებულია კონკრეტულად საოკუპაციოხაზის გასწვრივ დასახლებებში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარებაზე, რის შედეგადაც საბოლოო ჯამში 2000 დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ასევე, 11 000 ოჯახს შეეხება ეს პროგრამა. ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი შედეგი, რომლითაც ეს ვიზიტი დასრულდა და მინდა მოგილოცოთ ყველას ეს შედეგი“, - განაცხადა პრემიერმა

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics