00:41 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 19:07:32, 634 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი გეგეშიძის განცხადებაზე: გამიჭირდება ვთქვა, რა რეაგირება გვექნება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სანამ სრული სურათი“ არ იქნება, დასკვნების გამოტანა ნაადრევია.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ელჩის განცხადებაზე  ყველა შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება იქნება.

„დღეს ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვართ ჩართული ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტის მიმდინარეობაში. ამიტომ,  დღეს ჩვენ არ გვქონია შესაძლებლობა ელჩთან გვესაუბრა. ბუნებრივია, უახლოეს დღეებში გვექნება მასთან გასაუბრების საშუალება. ჩვენც გვაინტერესებს თუ რამდენად შეესაბამება რეალობას ის განცხადებები, რომელიც გაჟღერდა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ნაადრევი გადაწყვეტილების მიღება,  სანამ სრული სურათი არ გვეცოდინება, ასევე ელჩის მხრიდან უშუალოდ არ მოვისმენთნ თუ რასთან გვაქვს საქმე, ეს არის მისი განცხადება თუ ჟურნალისტის ინტერპრეტაცია.  ვფიქრობ, ნაადრევია რაიმე დასკვნების გაკეთება. ელჩთან ჩვენ აუცილებლად გვექნება საუბარი, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის განცხადება, რომელიც  გავრცელებული იყო.  ყველა შემთხვევაში ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაგირება, თუმცა დღეს მე გამიჭირდება ვთქვა  რა რეაგირება იქნება ამასთან დაკავშირებით“,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, არჩილ გეგეშიძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდში პრორუსული ძალები არიან, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics