09:06 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-03 16:01:13, 349 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აგვისტოს ომში დაღუპული სერჟანტის მეუღლეს დედის დღე მიულოცა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილმა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სურმანიძემ 3 მარტი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სერჟანტის ედნარ დიასამიძის მეუღლეს მიულოცეს.

ედნარ დიასამიძე 34 წლის ასაკში 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ჯარისკაცს სამხედრო სამსახურში მოღვაწეობის 16 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. დაღუპულ სერჟანტს მეუღლე და ორი მცირეწოვანი შვილი დარჩა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ქალბატონ ჟუჟუნა დისამიძეს 1000 ლარი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა 2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული აჭარაში მცხოვრები 16 სამხედრო მოსამსახურის, ასევე, 2012 წელს ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის შესრულების დროს დაღუპული 3 მეომრის დედებისა და მეუღლეებისათვის 1 000 – 1 000 ლარის გადაცემას ითვალისწინებს. დედის დღესთან დაკავშირებით თანხა საბანკო ანგარიშებზე სულ 22 ბენეფიციარს დაერიცხა.

აღნიშნული ოჯახები მატერიალურ დახმარებას 3000 ლარის ოდენობით აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებითაც მიიღებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics