22:59 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 17:02:25, 640 ნახვა

პოლიტიკა
კერი: 72 საათი ჯობს, ვიდრე არაფერი, მაგრამ ძალისხმევას არ ვიშურებთ, დისკუსიები ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის პროცესში გადავიყვანოთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი  ქვეყნის ტერიტორიაზე 72 საათის განმავლობაში „სამშვიდობო რეჟიმის“ ამოქმედების შესახებ, სირიის არმიის განცხადებას გამოეხმაურა.

თბილისში ვიზიტად   მყოფმა ჯონ კერიმ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  რომ აშშ   ცეცხლის შეწყვეტის შესახებ  დეკლარაციას მიესალმება და იმედი აქვს, აღნიშნულ მოთხოვნას ყველა მხარე პატივს სცემს:

"სირიის არმიის მხრიდან მთელი გულით მივესალმებით აღნიშნულ დეკლარაციას, 72 საათიან ცეცხლის შეწყვეტას რელიგიური დღესასწაულის აღსანიშნავად და იმედი გვაქვს, აღნიშნულ მოთხოვნას პატივს სცემს ყველა მხარე, ამ თემაზე მიდიოდა განხილვები  სპეციალური ფორმატის ჩარჩოებში და იმედი გვაქვს, აღნიშნული დისკუსია ნაყოფის მომტანი იქნება. ჩვენ ჩართულები ვართ ასევე დისკუსიების პროცესში სხვადასხვა მხარის მონაწილეობით, რუსეთის მხარის მონაწილეობით, რომელიც ეხება აღნიშნული ცეცხლის შეწყვეტის გაფართოებას. 72 საათი საკმარისია? პაუხი მარტივია-არა. 72 საათი ჯობს, ვიდრე არაფერი, მაგრამ ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა აღნიშნული დისკუსიები გადავიყვანოთ ხანგრძლივი, რეალური, აღსრულებადი ანგარიშვალდებული ცეცხლის შეწყვეტის პროცესში, რომელიც შეცვლის ადგილზე არსებულ დინამიკას, რომელიც მისცემს საშუალებას, შესაბამის დონეზე ჟენევაში ჩატარდეს მოლაპარაკებები, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნას მიღებული, რათა მან ჩაანაცვლოს სამხედრო მოქმედებები. პროგნოზებს ვერ გავახმოვანებ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება, თუმცაღა აღნიშნული ჩვენი მიზანი იყო, ამის მისაღწევად აქტიურად ვმუშაობდით და დარწმუნებული ვარ, 72 საათი იქნება თავისებურად მომასწავებელი იმ შესაძლებლობების, რომელიც მომავალში მოგვეცემა",-განაცხადა ჯონ კერიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics