08:43 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 13:14:21, 594 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელია ჰოლანდიაში მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად,  ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. როგორც ცნობილია, ჰოლანდია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა  და ყვავილების  სასათბურე მეურნეობების განვითარების მიმართულებით მსოფლიოში წამყვან პოზიციას იკავებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრები კომპანია „ლანსის“ სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდნენ, სადაც 52 ჰა-ზე სხვადასხვა ჯიშის  პომიდვრის  წარმოება მიმდინარეობს. პროდუქციის ექსპორტი  ევროპის ქვეყნებში ხორციელდება.

უწყების ინფორმაციით, ქართული დელეგაციის წევრები კომპანიის „ჰოგენდორნი“ სათაო ოფისში, სასათბურე მეურნეობის ავტომატიზებული სისტემების ფუნქციონირების სპეციფიკას გაეცნენ.

უმსხვილესი კომპანია „ჰოგენდორნი“  მომხმარებელს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სთავაზობს სასათბურე მეურნეობების ავტომატიზებული სისტემების დანერგვისა და ექსპლუატაციის მიმართულებით სწვალების მომსახურებას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  კომპანია რამდენიმე  წელია თანამშრომლობს ქართველ პარტნიორებთან, მზადაა საქართველოში მომსახურების არეალი გააფართოოს და მომხმარებელს უახლესი  ტექნოლოგიები შესთავაზოს ქართველ პარტნიორებს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სასათბურე მეურნეობების  ტექნოლოგიებისა და კონსტრუქციების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიაში „კიუბო“ სათბურის კონსტრუქციების წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა,  სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და შესაბამისად, საქართველოსთვის ამ მიმართულებით  ჰოლანდიის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics