|
2016-07-05 14:48:11, 635 ნახვა
პოლიტიკა
კრისტინა მუტონენი: იმდენად შინაურულად ვგრძნობდით თავს, გული გვწყდება, რომ მივემგზავრებით
„კონფერენცია იმდენად კარგად იყო ორგანიზებული და იმდენად შინაურულად ვგრძობდი თავს, რომ გული გვწყდება მივემგზავრებით“,-ამის შესახებ ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა კრისტინა მუტონენმა განაცხადა. მან საქართველოს ღონისძიების მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანა თავისი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. „ვფიქრობ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. დემოკრატია მუშა პროცესია. ყველა სხვა ქვეყანაში უნდა გავაგრძელოთ მუშაობა დემოკრატიული პროცესების განვითარებაში“,-განაცხადა მუტონენიმ. მან აღნიშნა, რომ დღეს ჩატარებული არჩევნები დემოკრატიულობის მაღალი ხარისხის კარგი მაგალითია. „მსურს ყველა ჩემს კოლეგას მადლობა გადავუხადო ამ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობისთვის. ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშნანი იყო ჩვენი ქვეყნებისთვის, რომელიც გვიჩვენებს, რომ ჩვენ ერთად მუშაობა შეგვიძლია იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენი შეხედულებები განსხვავდება. ვფიქრობ, რომ მიღებული რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ერთად ვმუშაობთ კომპრომისს ვაღწევთ. განვმეორდები და ვიტყვი, რომ ჩვენ გვქონდა მრავალფეროვანი დიალოგი ყველა საკითხზე და ყველა მხარესთან მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნული დიალოგი გაგრძელდება“,-განაცხადა მუტონენიმ. შეგახსენებთ, რომ ახალი პრეზიდენტი ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეას 1 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ავსტრიის წარმომადგენელი კრისტინ მუტონენი დაინიშნა. მან 86 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა. ცნობისთვის, ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია, რომელიც 1-5 ივლისის ჩათვლით თბილისში „ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარეობდა „თბილისის დეკლარაციის“ მიღებით და ასამბელის ხელმძღვანელი პირების არჩევით დასრულდა.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)