|
2015-03-03 12:55:11, 623 ნახვა
საზოგადოება
„ქალთა პარტიის“ წარმომადგენლებმა თბილისის პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს
„ქალთა პარტიის“ წარმომადგენლებმა თბილისის პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ქალთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ „ქალთა პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა მაჭავარიანმა განუცხადა, მთავრობამ ემიგრანტებს ყველა პირობა უნდა შეუქმნას, რათა ისინი საქართველოში დაბრუნდნენ. „პირველ რიგში ყველა დედას მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. ჩვენი მოთხოვნები კომპლექსურია და განსაკუთრებით გამოვყოფთ რამდენიმეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენი ხმა გვინდა მივაწვდინოთ მთავრობას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ქვეყნიდან გადახვეჭილი ქალების ბედი, რომელიც ჩვენ ძალიან გვაღელვებს და ეს არის ნომერ პირველი მოსაგვარებელი პრობლემა ხელისუფლებისათვის, თითოეულ ემიგრანტს უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია შრომით ურთიერთობებში ქალთა დისკრიმინაციის ფაქტები, სადაც შრომითი ხელშეკრულებებისას ირღვევა ადამიანის ურთიერთობები და აღარ იძლევა საშუალებას, რომ სასამართლოში შემდეგ, ეს საკითხები განხილულ იქნას, ანუ ფარული ხარვეზებია კანონმდებლობაში“,- განაცხადა ხათუნა მაჭავარიანმა.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)