|
2016-07-05 10:59:15, 650 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია ჰააგაში ჰოლანდიელ კოლეგას შეხვდა
ჰოლანდიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ნიდერლანდების სამეფოს სოფლის მეურნეობის მინისტრს, მარტინ ვან დამს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ჰააგაში გამართულ შეხვედრაზე ოთარ დანელიამ „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების" (DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების და საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. უწყების ინფორმაციით, ოთარ დანელიამ ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში ასოცირების შეთანხმებით მიღებულ სარგებელს თითოეული ფერმერი იგრძნობს. შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებისა და ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე ექსპორტის საკითხები განიხილეს. ოთარ დანელიამ მცირე ფერმერული მეურნეობების გამსხვილების მნიშვნელობაზე და, შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციასა და ამ მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა, ბიოპროდუქციის წარმოებაზე და საერთაშორისო ბაზარზე, სწორედ ამ ნიშნის დამკვიდრების პოტენციალი აქვს. ნიდერლანდების სამეფოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, ქართულ მხარეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობისა და სოფლის მეურნეობაში მაღალი ტენოლოგიების დანერგვის კუთხით საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. ნიდერლანდების სამეფოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრას, ოთარ დანელიასთან ერთად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე სურგულაძე ესწრებოდნენ.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)