|
2016-07-05 10:35:14, 795 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ ქრისტინე მუტონენი ავირჩიე
ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი მომავალი ერთი წლის განმავლობაში უკეთესია თუ იქნება ქალბატონი ქრისტინე მუტონენი. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მან ხმა ავსტრიის დელეგაციის წარმომადგენელს მისცა. „ხმა მივეცი თანამშრომლობას და უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში. ჩვენ ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს ვირჩევთ, ამიტომ იმ პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ რაც ეუთო-ს აქვს. შიდა ნაციონალური პოლიტიკური კონტექსტი ყველა ქვეყანაში ყოველთვის ფიგურირებს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველო პატივცემული მოთამაშე მაშინ გახდება, როდესაც ჩვენ შევძლებთ და ვისწავლით იმას, რომ მსოფლიოზე ევროპაზე და გლობალურ საკითხებზე ვიფიქროთ ყველა გადაწყვეტილებების მიღებისას“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ მისთვის გადამწყვეტი იქნებოდა ის პოლიტიკური კონსულტაციები, რომლიც პოლიტიკურ გუნდებს შორის ასეთ შემთხვევებში იმართება. „საერთაშორისო ორგანიზაციებში მნიშვნელოვანია იმ წესების მიხედვით მოქმედება, რომელიც ამ ორგანიზაციებშია დამკვიდრებული. მართალია ასამბლეა თბილისში, დიდუბეში ტარდება, მაგრამ აქ პლეხანოვური, დიდუბური წესები არ მოქმედებს, აქ მოქმედებს ეუთო-ს დამკვიდრებული პრაქტიკა“,-განაცხადა უსუფაშვილმა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თუ გაიმარჯვებს სხვა კანდიდატი, მაგალითად გიგი წერეთელი ამის გამო მისი შიდა პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ისეთი ფრაზეოლოგიით არ მოახდენენ თავისი განწყობების გამოხატვას, რომლის საქართველოს დააზარალებს. „იმედია არ იქნება კომენტარები, რომლებიც ეუთო-ს და 57 ქვეყნის წარმომადგენლობას ბრალს დასდებს რაიმე არასწორ ქმედებებში. ვუსურვებ წარმატებას ქალბატონ მუტონენს. თუ გაიმარჯვებს ვინმე სხვა, ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ეუთოსთან ცივილური ფორმით“,-განაცხადა უსუფაშვილმა. ცნობისთვის, „ექსპო ჯორჯიაში“ ეუთოს საპარლამენტო ასამბმეის 25-ე ყოველწლიური სესია მიმდინარეობს. ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის თავმჯდომარე დღეს უნდა აირჩიონ. ხმის მიცემა უკვე მიმდინარეობს.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)