2016-07-04 23:24:27, 694 ნახვა
სპეციალური ანონსი
5 ივლისის სპეციალური ანონსი
5 ივლისს, 09.00 საათზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
თბილისი, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, თამარ მეფის დარბაზი, მე–11 პავილიონი
5 ივლისს, 10:00 საათზე, მთავარ პროკურატურაში ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულ ზურაბ მიქაძის ადვოკატი, კობა კობახიძე თამაზ მეჭიაურის პარტიის წევრ დავით ფაცაციას წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.
5 ივლისს, 11:00 საათზე, ახალი კარდიოლოგიური კლინიკა ,,თბილისის გულის ცენტრი” გაიხსნება. ცერემონიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრება.
მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. №83/11
5 ივლისს, 11:00 საათზე, ელენე ხოშტარიას ბრიფინგი გაიმართება.
მის: წყნეთი, სუპერმარკეტ " სმარტის" მიმდებარე ტერიტორია
საკონტაქტო პირი გიორგი ქართველიშვილი - 551 888 468
5 ივლისს, 11:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმის ააიპ „HUB Georgia”-ს პრეზენტაცია გაიმართება, რომელზეც ტრანსპორტის სფეროში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილება.
მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი # 240; კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, III სართული. საკონფერენციო დარბაზი, N 200 აუდიტორია
5 ივლისს, 12:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ პროექტის „ქობულეთი - ტოლერანტობის ქალაქი“ ფარგლებში გამოვლენილი გამარჯვებული და წარმატებული თემის ავტორების დაჯილდოება და სპეციალური კრებულის პრეზენტაცია გაიმართება.
მის: ქ. ქობულეთი, დ. აღმაშენებლის გამზ. #141
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 291202
5 ივლისს, 12:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციები კლუბ „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: "პანორამა თბილისის" ლანდშაფტის ზონაში მშენებლობის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგენილი სარჩელი.
საკონტაქტო პირი ელენე ხარაზაშვილი - 577 29 10 03
5 ივლისს, 12:00 საათზე, გერგეთის ქუჩის მოსახლეობა მშენებარე სასტუმროსთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას გამართავს.
მის.: მთაწმინდის რაიონი, გერგეთის შესახვევი #3
საკონტაქტო პირი თაკო თაბუკაშვილი - 599 74 10 22
5 ივლისს, 12:00 საათზე, კლუბ „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ არასამთავრობო ორგანიზაციები გამართავენ პრესკონფერენციას და ისაუბრებენ "პანორამა თბილისის" ლანდშაფტის ზონაში მშენებლობის წინააღმდეგ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით.
საკონტაქტო პირი ელენე ხარაზაშვილი - 577 29 10 03
5 ივლისს, 13:00 საათზე, მასწავლებელთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდება.
მის: კოსტავას ქ. #77, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ადმინისტრაციული კორპუსი)
საკონტაქტო პირი მარი ალუღიშვილი - 599 94 96 94
5 ივლისს, 15:00 საათზე, სულხან მოლაშვილს ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
5 ივლისს, 15:00 საათზე Rooms Hotel Tbilis-ში ‘’ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები’’ წარადგენენ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს. ამასთანავე გაიმართება პარტიის საარჩევნო სლოგანის და ახალი ლოგოტიპის პრეზენტაცია.
5 ივლისს, 19:00 საათზე, ოზურგეთის დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საპრემიერო სპექტაკლით “ბოშები” გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან