|
2016-07-04 18:49:31, 534 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: ევროპა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს და ცუდია, რომ ეს საქართველოში ხდება
ექსპერტ სოსო ცინცაძის აზრით, ეუთო-ს მიერ რუსი დეპუტატებისთვის სანქციების მოხსნა იმის მანიშნებელია, რომ ევროპა ცდილობს რუსეთთან ურთიერთობა დაალაგოს, “ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ სიმბოლურად ეს ყოველივე საქართველოში ხდება”. როგორც ცინცაძემ "ექსპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ქართული მხარე უნდა ეცადოს რუსეთთან ურთიერთობა დაალაგოს. "ის, რომ რუს დეპუტატებს თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება ეუთო-ს ტერიტორიაზე, ეს იმის მანიშნებელია, რომ ევროპა თანდათან მიდის რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის გზით. ეს პირველი ნაბიჯია და ცუდია, რომ ეს სიმბოლურად მაინცდამაინც საქართველოში დაფიქსირდა. ამით ჩვენი ქვეყანა არაფერს არ მოიგებს. თუმცა, უკანასკნელი სიტყვა ქართულ დიპლომატიაზეა. ეს კარგი იქნება თუ ამას ქართული მხარე გამოიყენებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის გზით რაღაც ნაბიჯები გადაიდგას. თუმცა, რუსეთთან ჯერ უვიზოდ მიმოსვლასაც ვერ მივაღწიეთ. ჩვენი ხელისუფლება კი 4 წელია ერთ ნაბიჯს წინ დგამს და ერთ უკან, ასე წინ ვერ წავალთ", - აცხადებს ცინცაძე. ექსპერტი საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით ეუთო-ს რეზოლუციასაც შეეხო: "ჩვენთვის ეუთო-ს მიერ მიღებული რეზოლუცია კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით არც მომგებიანია და არც წამგებიანია. ის რომ ეუთო-მ რუსეთი გაკიცხა, ეს სიახლე არ არის. უკვე 20 წელია ეუთო-გან 20 წელია გვესმის და შედეგი ნულია". შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეამ დღევანდელ სხდომაზე, შვეიცარიის დელაგაციის წარმომადგენლის, ფილიპო ლომბარდის მიერ ინიცირებული შესწორება დაამტკიცა. აღნიშნული დოკუმენტი რუსი დეპუტატებისთვის ეუთო-ს ქვეყნებში გადაადგილების უფლების მიცემას გულისხმობს. დოკუმენტს მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 44 წინააღმდეგი იყო. შესწორების მიხედვით, ეუთო-ს ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ოთხივე წევრს, როგორც ასამბლეის პარლამენტარებს, ეუთო-ში შემავალ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილების უფლება მიეცათ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)