|
2016-07-04 18:02:56, 584 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე: რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის სანქციების მოხსნას საქართველომ მხარი არ დაუჭირა
„ბატონი ლომბარდის წინადადება, რომელიც რუსეთის დელეგაციის წევრების ეუთო-ში შემავლ ქვეყნებში თავისუფალ გადაადგილებას გულისხმობდა, საპარალამენტო ასამბლეამ მიიღო“,-ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მიღებული წინადადება ეუთო-ს პრინციპებიდან გამომდინარეობს და სავსებით მისაღებია, მითუმეტეს იმ შესწორებებით, რომელიც დოკუმენტში შევიდა. „უნდა გითხრათ, ბატონმა გიგი წერეთელმა დიდი როლი ითამაშა. აქტიურად მუშაობდა. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სულ სხვა პრობლემებია. საქართველომ ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა“,-განცხადა თედო ჯაფარიძემ. ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები მოქმედებდა, ეუთოს ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება მიენიჭათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ დღევანდელ სესიაზე მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)