07:16 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 17:23:19, 611 ნახვა

საზოგადოება
იანვარიდან ივნისამდე საქართველოში 2 636 313 ვიზიტი განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემებს აქვეყნებს.

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები, გასული თვის მდგომარეოით, ასე გამოიყურება:

2016 წლის ივნისის თვე 517 038 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 4,1 %-ით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-ივნისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 2 636 313 ვიზიტი განხორციელდა, რაც 12,9%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-ივნისში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ტურისტი - 1 011 458 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 18,1%);

ტრანზიტი - 521 746 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,8%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -2,8%);

სხვა - 1 102 887 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 41,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 17%).

2016 წლის ივნისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+1,9%), სომხეთიდან (-3,9%), თურქეთიდან (-7,2%), რუსეთიდან (+4,4%) და უკრაინიდან (+35,3%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივნისშიც გამოირჩნენ ლატვია, იტალია, და საფრანგეთი (შესაბამისად 29%, 20%, და 12%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (27%) და უზბეკეთი (31%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (39%) და მოლდოვა (22%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (95%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 23%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 9%-იანი ზრდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics