07:16 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 16:39:23, 589 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გერმანიის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში  ბიზნესსექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ,  გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ვაჭრობის, ინვესტიციების მხარდაჭერის და ტექნოლოგიების პოლიტიკის დირექტორი ტილო კლინერი ხელმძღვანელობდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა დელეგაციის წევრებს საქართველოს  სოფლის მეურნეობის დარგის  საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.

მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც ქვეყანაში დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას, ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ადგილობრივი წარმოების ზრდას და აგრობიზნესის განვითარების სტიმულირებას ისახავს მიზნად.

დელეგაციის წევრმა, ღვინის კომპანია,,შუხმან ვაინსის“ დამფუძნებელმა, ბურხართ შუხმანმა ქართულ მხარესთან მეღვინეობის მიმართულებითთანამშრომლობის დადებით შედეგებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ბურხართ შუხმანი ,,ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამით“ დაინტერესდა და ახლო მომავალში ქართულ მხარესთან აღნიშნული მიმართულებით კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებების განიხილვის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრაზე ,,პროკრედიტ ჰოლდინგის“ მმართველი საბჭოს წევრმა, ბორისლავ კოსტადინოვმა სახელმწიფო პროექტების, შეღავათიანი აგროკრედიტი და აგროდაზღვევა, ფარგლებში, თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანული მხარე მზად არის სოფლის მეურეობის სექტორის მხარდაჭერა და საქართველოსთან თანამშრომლობა აქტიურად გააგრძელოს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გერმანელ სტუმრებთან საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ქართული კომპანიები   აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო აგროგამოფენებში, მათ შორის ბერლინში გამართულ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ  გამოფენაში ,,მწვანე კვირეული“ (Gruene Woche).

როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, დღეს, როცა საქართველომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, საქართველოსთვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების განხორციელება და გამოცდილების გაზიარება  მნიშვნელოვანია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics