|
2016-07-04 15:02:22, 660 ნახვა
პოლიტიკა
წერეთელი უმრავლესობაზე: ნუ არიან დაძაბულები, მოეშვან
საპარალამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი „ქართულ ოცნებას“ ურჩევს, „ნუ არიან დაძაბულები და მოეშვან“. ასე გამოხმაურა წერეთელი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გია ვოლსკის განცხადებას, რომლის თანახმადაც არ არის გამორიცხული, რომ წერეთლის კანდიდატურაზე „ევროპის სახალხო პარტიასა“ და რუსეთს შორის გარკვეული გარიგება შედგა. წერეთელი თვლის, რომ ყველაფერი „პარანოიის ფაზაშია“ გადასული. „ეს ყველაფერი უკვე პარანოიის ფაზაშია გადასული, ეს დიაგნოზია. ყველაფერი ეჩვენებათ. დაძაბულები არიან და მოეშვან. რატომ არიან დაძაბულები? 4 წელია ვიცე-პრეზიდენტი ვარ და არ მგონია, რომ რაიმე დიდი დარტყმა მიეღოთ ჩემგან. მე ჩემს ქვეყენას ვეხმარები და არა „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი სისუსტის მაჩვენებელია“,-განაცხადა წერეთელმა. როგორც წერეთელმა აღნიშნა, სწორედ ის არის ანტიქართული, ანტიევროპული კამპანია, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აწარმოებს და ზოგადად სადაც „ ეს პარანოია იხარშება“. “აღნიშნულ თემაზე ლაპარაკი უბრალოდ სასაცილოა”, - განაცხადა წერეთელმა. ცნობისთვის, ევროპის სახალხო პარტიამ გიგი წერეთლის კანდიდატურა ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა და კენჭისყრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხვალ გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)