19:59 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 13:22:00, 574 ნახვა

პოლიტიკა
გია ხუხაშვილი რეზოლუციაზე: ეუთო-ს ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ძალა არ შესწევს

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია "კონფლიქტი საქართველოში" მხოლოდ გარკვეული ვითარების დეკლარირებაა და ის არანაირ პრაქტიკულ შედეგებს არ მოიტანს.

როგორც ხუხაშვილმა "ექსპრენიუსს" განუცხადა, რეზოლუციას იმ გაგებით აქვს მნიშვნელობა, რომ თემა მივიწყებას არ მიეცემა. შესაბამისად, „რეზოლუცია კარგია, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც ამის ილუზიას პოლიტიკოსები ქმნიან“.

"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მხარდაჭერილ რეზოლუციას "კონფლიქტი საქართველოში" გარკვეული მნიშვნელობა აქვს, თუნდაც იმ გაგებით, რომ თემა არ მიეცეს მივიწყებას და ის რაც ხდება საქართველოში მუდმივად აქტუალური იყოს საერთაშორისო ასპარეზზე. რაც შეეხება პრაქტიკული თვალსაზრისით, მე არ ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტს რაიმე პრაქტიკული შედეგი მოყვება. მით უმეტეს, რომ ასეთი ტიპის რეზოლუცია არ გულისხმობს რუსეთის მიმართ კონკრეტულ ქმედებებს, ეს არის მხოლოდ დეკლარირება გარკვეული ვითარების. რეალურად, ეუთო-ს არ შესწევს ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ძალა. უკრაინის მაგალითი გვაქვს, სადაც ბევრად უფრო აქტიურად არის ჩართული ეუთო და არა მხოლოდ ის, მაგრამ შედეგის მხრივ ეუთო აბსოლუტურად ნულია", - აცხადებს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა, ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას „კონფლიქტი საქართველოში“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხოლოდ რუსეთის დელეგაციის 3-მა დეპუტატმა მისცა ხმა წინააღმდეგ.

რეზოლუციის კანონპროექტს საბოლოოდ ხვალ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics