|
2016-07-04 12:31:56, 1544 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გიორგი ჩოგოვაძე: საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 6 თვეში 12.9%-ით გაიზარდა
საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 6 თვეში 12.9%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჩოგოვაძემ ქვეყანაში მიმდინარე წლის ივნისში შემოსული ტურისტების სტატისტიკა წარმოადგინა და ნახევარის წლის ტურისტული მაჩვენებლები შეაჯამა. მისი თქმით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 6 თვეში 2 636 313 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,9%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1 011 680 შეადგინა, რაც 18.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარი - ივნისის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+18.1%), თურქეთიდან (+4%), სომხეთიდან (+1.4%), რუსეთიდან (+15.6%) და უკრაინიდან (+26.3%) განხორციელდა. “პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივნისში გამოირჩნენ ლატვია +29%, იტალია +20% და საფრანგეთი +12%. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან ირანიდან (+400%), ინდოეთიდან (+340%), ფილიპინები (+208%), ისრაელი (+95%), ჩინეთი (+57%), უზბეკეთი (+31%)“, - აღნიშნა ჩოგოვაძემ. მისივე თქმით, 2016 წლის ივნისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 228,866 შეადგინა. ზრდა +15,8%-ია. 2016 წლის ივნისის თვის მონაცემებით, საქართველოს 517,038 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +4.1%-ია. 2016 წლის ივნისი ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+1.9%), სომხეთიდან (-3.9%) თურქეთიდან (-7.2%), რუსეთიდან (+4.4%) და უკრაინიდან (+35.3%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ივნისში გამოირჩნენ ჩეხეთი +66%, ლიტვა +33%, ბულგარეთი +25%, გერმანია +20%, საფრანგეთი +19% ლატვია +18%. 2015 წლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდ აშშ დოლარს (ზრდა +8.3), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ”2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 354.5 მილიონ აშშ დოლარს (ზრდა +15.7), რაც 48 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.2%-ია. 2016 წლის პირველ კვარტალში კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%”, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)