|
2015-03-03 10:59:45, 649 ნახვა
საზოგადოება
მარნეულში აბიტურიენტებს შსს-ს აკადემიის საბაკალავრო პროგრამა გააცნეს
შსს-ს აკადემიის უბნის ინსპექტორთა ფაკულტეტის უფროსი მამუკა ქოიავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ქვემო ქართლში ზაურ დარგალი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოჯისტიკის ჯგუფის კოორდინატორი მაია გაბუნია, მარნეულში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ აბიტურიენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე აბიტურიენტებს შსს-ს აკადემიის საბაკალავრო პროგრამა და 1+4 პროგრამა გააცნეს. შეხვედრას ადგილობრივი სკოლების 100-მდე მე-12 კლასელი მოსწავლე დაესწრო. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენელმა აბიტურიენტებს წარუდგენა პრეზენტაცია თემაზე „შსს აკადემიის საბაკალავრო პროგრამა“, რის შემდეგ აბიტურიენტების კითხვებს ამომწურავად უპასუხა. უწყების ინფორმაციით, შსს აკადემიაში 2015 წლის სექტემბრიდან განხორციელდება სამართლის საბაკალავრო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სამართლის სფეროში დაგროვილი ცოდნის მიცემას და იურისტისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას სტუდენტებისათვის. საბაკალავრო პროგრამაში შემოთავაზებულია საპოლიციო სფეროსათვის აუცილებელი სასწავლო კურსები, რომელთა გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შსს აკადემიაში. 4 წლიან სასწავლო პროცესს წარუძღვებიან გამოცდილი და გამოჩენილი სპეციალისტები სამართლის სფეროში, რომლებიც უახლესი მეთოდების და პროგრამის მიზნებზე მორგებული თანამედროვე ინფრასტრუქტურის გამოყენებით სტუდენტებს შეასწავლიან სამართლის სხვადასხვა დარგებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)