2016-07-03 13:07:56, 841 ნახვა
საზოგადოება
სულხან მოლაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოასვენეს.
მოლაშვილი პარიზში, ერთ-ერთ საავადმყოფოში ღვიძლის უკმარისობით 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, სულხან მოლაშვილი 2004 წლის აპრილში დააპატიმრეს და სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტებასა და საბიუჯეტო თანხების მითვისებაში დამნაშავედ ცნეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან