05:40 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-02 17:29:53, 682 ნახვა

საზოგადოება
აბიტურიენტი მსჯავრდებულები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაასაჩუქრა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N 11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების  მსჯავრდებულები, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობენ,  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  დალოცა და დაასაჩუქრა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, აბიტურიენტ მსჯავრდებულებს ილია მეორემ საჩუქრად წიგნები და პირადი მოხმარების ნივთები გაუგზავნა.  

როგორც არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა აღნიშნეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ზრუნვა  და თანადგომა გამარჯვების რწმენას აძლევთ.

N 11 სარეაბილიტაციო დაწესებულების არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოამზადეს, რომლებიც  აბიტურიენტ მსჯავრდებულებს  ინდივიდუალურად ამეცადინებდნენ.

სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მოხდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც,  მსჯავრდებულებს, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები,  სამომავლოდ დისტანიცურად სწავლის შესაძლებლობა მიეცემათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics