|
2016-07-02 15:53:31, 616 ნახვა
საზოგადოება
5-დან 6 ივლისამდე, „ფანჯრის’’ პერიოდში, სუფსას ყველა ლიანდაგი და ურეკი-სუფსას გადასარბენი იკეტება
საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით (სუფსა-ურეკის გადასარბენზე არსებულ ლითონის ხიდზე მალის ნაშენის შეცვლის სამონტაჟო სამუშაოები), 2016 წლის 5 ივლისის 06:00 სთ-დან 6 ივლისის 06:00 სთ-მდე „ფანჯრის’’ პერიოდში იკეტება სადგურ სუფსას ყველა ლიანდაგი და ურეკი-სუფსას გადასარბენი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთი რეისით მსვლელობიდან იხსნება შემდეგი მატარებლები: - ერევნიდან 4 ივლისს და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი საერთაშორისო მატარებელი №202/201 ერევანი-ბათუმი. - თბილისიდან 4 ივლისს და ოზურგეთიდან 5 ივლისს სამგზავრო მატარებელი №654/653 თბილისი-ოზურგეთი. - თბილისიდან და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი №852/851 თბილისი-ბათუმი. - თბილისიდან და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი №858/857 თბილისი-ბათუმი. - თბილისიდან და ოზურგეთიდან 5 ივლისს ჩქარი მატარებელი №12/11 თბილისი-ოზურგეთი. - თბილისიდან და ქუთაისიდან 5 ივლისს ჩქარი მატარებელი №18/17 თბილისი-ქუთაისი. - ბათუმიდან და ქუთაისიდან 5 ივლისს მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი მატ.№683/684 . - თბილისიდან 5 ივლისს და ბათუმიდან 6 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი №860/859 თბილისი-ბათუმი. აღნიშნულ მიმართულებებზე „ფანჯრის’’ პერიოდში სამგზავრო ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია. ს/ს „საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. (NS)
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)