|
2016-07-02 15:42:17, 642 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა არეშიძე: ჩატაევთან დაკავშირებით რუსი დიპლომატის განცხადება სრული სისულელეა
ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლაი კოვალიოვის განცხადება, დიპლომატისთვის შეუფერებელია. როგორც "ექსპრენიუსთან" საუბარში მამუკა არეშიძემ აღნიშნა, აჰმედ ჩატაევი დაპატიმრებული რომ ყოფილიყო, ტერაქტი მაინც მოხდებოდა. მისივე თქმით, ისიც აშკარაა, რომ ჩატაევს სერიოზული მფარველები ყავს, რადგან ის არაერთხელ იყო დაპატიმრებული, მათ შორის, რუსეთშიც და ციხიდან გამოსვლა ყველგან მოახერხა. "რაც შეეხება რუსეთის წარმოამდგენლის დღევანდელ განცხადებას - ჩატაევთან დაკავშირებით, ეს არის ცალსახად სისულელე. არ იქნებოდა ჩატაევი იქნებოდა ვინმე სხვა. სხვა ტერორისტული აქტები საქართველოში განთავისუფლებულმა ადამიანებმა მოაწყვეს?! ეს არის დიპლომატისთვის შეუფერებელი განცხადება. რაც შეეხება თავად ჩატაევის თემას - მისთვის დანაშაულის დამტკიცება გართულდა. ყველა დანაშაულს დამტკიცება ჭირდება. ერთის მხრივ საქართველოს პროკურატურამ იჩქარა, მეორეს მხრივ, არაპროფესიონალიზმის ნიშნები ჩანს და მესამე მხრივ, როგორც ჩანს, ჩატაევს ვიღაცა მფარველობს. ჩატაევი არაერთხელ იქნა დაპატიმრებული. თავად რუსეთთაც ყავდა დაპატიმრებული. თუ ის ტერორისტული აქტის ჩამდენი რუსეთმა რატომ გაუშვა?!", - განაცხადა არეშიძემ. ექსპერტმა საქართველოსთან მიმართებაში ისლამური სახელმწიფოდან მომდინარე საფრთხეებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამის რისკი ყოველთვის არსებობს. "საქართველოსთან მიმართებაში ისლამური სახელმწიფოსგან საფრთხე ყოველთვის მომდინარეობს. თუმცა, თურქეთში განვითარბეული მოვლენები ამასთან კავშირში არ არის. თურქეთის დღევანდელ ხელისუფლებას და ისლამურ სახელმწიფოს გამოცხადებული აქვთ ომი. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ხელისუფლება დღეს ისლამური სახელმწიფოს ზოგიერთ დაჯგუფებასთან თანამშრომლობს. საერთო ჯამში, ფუნდამენტალური ისლამისტებისთვის ერდოღანის ხელისუფლება მიუღებელია. გარდა ამისა, თურქებს ქურთებთანაც აქვთ ომი გამოცხადებული და ხშირ შემთხვევაში ტერაქტები სწორედ ქურთების ორგანიზებულია. ასე რომ, ეს არის შიდა დაპირისპირების თემა. საქართველო ამ პროცესებში ჩართული არ არის. საქართველოს მოქალაქეები ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში მონაწილეობენ, მაგრამ ეს არ ხდება ხელისუფლების ინიციატივით და ამ კუთხით, საფრთხე არ გვემუქრება, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე, გადაჭრით იმის თქმა, რომ საქართველოს ტერიტორია არ გახდება ტერორისტული თავდასხმის ობიექტი არ შეიძლება. ჩვენს ქვეყანაში განლაგებულია იმ ქვეყნის წარმომადგენლობა, რომლებიც ებრძვიან ისლამურ ხალიფატს. ამიტომ, შეიძლება, რომ ეს წარმომადგენლები შეიძლება გახდნენ თავდასხმის მსხვერპლნი. ლოგიკურად, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს", - განაცხადა არეშიძემ.
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)