04:41 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 16:45:40, 550 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების საკითხი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს.

იმსჯელეს უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს, რის შესახებაც საქართველოს პრეზიდენტმა შტაინმაიერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით.

შეხვედრისას დაისახა კონკრეტული ნაბიჯები არსებული გამოწვევების დასაძლევად.

საუბარი ეუთოს ფორმატში საქართველო - გერმანიის ურთიერთობებს და იმ როლს შეეხო, რომელიც საქართველოს ხელისუფლების აზრით, ეუთომ  რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის უნდა შეასრულოს.

პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს გერმანიაში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებული შთაბეჭდილებები გაუზიარა და იქ მიღწეულ შეთანხმებებთან დაკავშირებით ესაუბრა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი პრეზიდენტთან შეხვედრაზე გერმანელ ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტის სასახლის ეზო დაათვალიერებინა და გერმანიის დელეგაციასთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

(NS)
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics