|
2016-07-01 12:46:47, 646 ნახვა
პოლიტიკა
იტალიის თავდაცვის მინისტრი: საქართველო მნიშვნელოვნად მიიწევს წინ ნატოსკენ მიმავალ გზაზე
იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი იტალიელ კოლეგას რობერტა პინოტის შეხვდა. მინისტრების შეხვედრა ბარაკინის სასახლეში გაიმართა. თავდაცვოს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინებსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებს. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში, კერძოდ კი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) პროექტში იტალიის ჩართულობის საკითხიც განიხილეს. შეხვედრის ერთ-ერთი თემა საერთაშორისო მისიებში საქართველოს წვლილი იყო. იტალიის თავდაცვის მინისტრი 2017 წელს ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხითაც დაინტერესდა. მხარეებმა რუსეთის ქმედებებსა და რუსულ პროპაგანდაზეც გაამახვილეს ყურადღება. იტალიის თავდაცვის მინისტრმა ქართულ მხარეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. „საქართველო მნიშვნელოვნად მიიწევს წინ ნატოსკენ მიმავალ გზაზე. იტალიის თავდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან ორმხრივ ფორმატში. ყველა სახის თანამშრომლობიდან თუ ტრენინგებიდან ჩვენ ყოველთვის დადებით შეფასებას ვიღებთ საქართველოს მონაწილეობის შესახებ. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ავღანეთის მისიაში. ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი შთამბეჭდავი წვლილისთვის“, - განაცხადა რობერტა პინოტიმ. „ყოველთვის სასიამოვნოა და დიდი პატივია, როდესაც ქალ თავდაცვის მინისტრებს ვხვდები. ეს მნიშვნელოვანი გზავნილი უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვისაც. იტალიასა და საქართველოს ორმხრივ ფორმატში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. იმედი მაქვს, ვარშავის სამიტის შემდეგ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება როგორც თავდაცვის სამინისტროსთან, ასევე იტალიის სასწავლო ცენტრთან. ძალიან ოპტიმისტური განწყობით მივდივართ სამიტზე და მჯერა, რომ ნატო, როგორც ინსტიტუცია და საქართველო-ნატოს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და სამიტის შემდეგ გვექნება კიდევ უფრო უსაფრთხო მსოფლიო“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბენედეტო დელა ვედოვას. დაგეგმილია შეხვედრა იტალიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან როზა ვილეკო კალიპარისთან, ასევე, სტუმრობა იტალიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტსა და ნატოს თავდაცვის კოლეჯში.
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)